032 2 444 444

ოპტიკური ილუზია ინტერიერში

05 ივლ. 2018

როცა პატარა სახლი გაქვს,  ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტი. მაგ: სად წაიღო და როგორ დაალაგო ნივთები, როგორ მოაწყო და გაყო სივრცე ისე, რომ ყველაფრი ეტეოდეს და ბევრი ადგილი ჩანდეს. ოპტიკური ილუზიის მეშვეობით შეიძლება, ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღო და ბევრად უფრო შთამბეჭდავი ელფერი შესძინო შენს სახლს.

ჩვენს ტვინს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, აკონტროლოს მხედველობა და საგნები სხვადასხვა ასპექტებში, ფერებსა და ზომებში წარმოიდგინოს. ამ ტექნიკის სწორი გამოყენებით, შეიძლება, ოთახი მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი გახადო. თუმცა, არასწორი გამოყენებისას, შესაძლოა თავბრუსხვევა, გულისრევა და დეზორიენტაციაც კი გამოიწვიო. განვიხილოთ ყველაზე მარტივი და უწყინარი ხრიკები.

ერთი ფერის მქონე სადა ოთახში, კონტრასტული მკვეთრი ფერით, შესაძლებელია, დამატებითი სივრცის ეფექტი მიიღო და თემატური ზონა გამოყო.

 


შეგიძლია, სამუშაო მაგიდის კუთხე, სადაც საწერ მაგიდას დადგამ, განსხვავებულ ტონალობაში შეღებო და მაგიდის ქვეშ იატაკიც მუქ ფერში გადაწყვიტო, ამით ერთი სივრცის ნაცვლად, ორ დამოუკიდეველ ზონას მიიღებ.
 

შემდეგი ფავორიტი - სარკეები. მათი დახმარებით შესაძლებელია, მაქსიმალურად გავხსნათ სივრცე. ის თითქოს განათებასაც მატებს და სიღრმის შეგრძნებასაც ქმნის. უფანჯრებო სივრცეში თუ ფანჯრის ჩარჩოს ჩამოკიდებ, შექმნი ილუზიას, თითქოს ფანჯრის გარეთ სამყაროა.

ვიწრო გასასვლელში ჩასმული დიდი სარკე, ვიზუალურად აგანიერებს მას. ამიტომ არის რეკომენდებული სააბაზანოში დიდი სარკის დაიკიდება. მთავარია, არ გადააჭარბო და სივრცის ნაცვლად, ლაბირინთი არ მიიღო. ზომიერება ყველაფერში საჭიროა.

გამჭვირვალე ავეჯიც დაგეხმარება მეტი თავისუფალი ადგილის გამოჩენაში. გამჭვირვალეში  შუშის ან პლასტიკისგან დამზადებული ნივთები იგულისხმება.

ფოტო შპალერი საკმაოდ ეფექტური მიგნებაა ინტერიერის დიზაინში. 20-30 წლის წინ ძალიან აქტუალური იყო ჩანჩქერების ან ტყის ხედებიანი კედლები. დღეს კი ტრენდული ის გამოსახულებებია, რომელზეც ქუჩა, ცა, ან ღრმა პერსპექტივა არის აღბეჭდილი. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება არსებობს - ის ოთახის სხვა კედლების ფერთან კონტრასტული კი არა, შეთანხმებული უნდა იყოს, მაშინ გამოსახულება უფრო ბუნებრივად აღქმადი იქნება.

წვრილი და ხშირი ნახატები ფსიქოლოგიურად ზრდის ოთახის ზომის აღქმას. ტვინი ფიქრობს, რომ ეს კედელი ძალიან დიდია, თუ ამდენ ნახატს იტევს ერთად.

ხშირად გაიგებ რეკომენდაციას, რომ ძალიან მსხვილი ზომის 3D გამოსახულება, აღბეჭდილი მთელ კედელლზე, ინტერიერში ეფექტურია. დააკვირდი გამოსახულებას კომპიუტერში, წარმოიდგგინე, რომ უზარმაზარი ყვავილის აღსაღქმელად უკან დგამ ნაბიჯს, კიდევ, კიდევ ერთს, და ოთახი მთავრდება, გამოსახულება კი ავსებს ყველაფერს...

არსებობს ხრიკები, რომლებიც ჭერს ვიზუალურად უფრო მაღალს აჩვენებს. ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიციულად დაბალჭერიანი საცხოვრებლებია, ამ ტექნიკას აქტიურად იყენებენ. ორ ფერში შეღებილი კედლები: იატაკიდან 1 მეტრზე კედელი მუქ ტონში იღებება, დანარჩენი კი ღია ფერით.

შესაძლებელია, კედლის ფერი ჭერამდე 20 ან 15 სანტიმეტრში დამთავრდეს, ხოლო დანარჩენი კედელი და ჭერი ერთნაირად, თეთრი იყოს. კედლზე მოვლებული, ფერების გამყოფი კანტი, როცა ის ჭერთან ახლოსაა, ზღუდავს ოთახის ზომას. რაც შეეხება 1 მეტრის სიმაღლზე მოვლებულ განიერ კანტს, ნახატებით, სათამაშოების ან გეომეტრიული ნახატების გამოსახულებით - პირიქით, ოთახს უფრო დიდს აჩენს.

კიდევ ერთი ფოკუსი - ვერტიკალური მიმართულებით განლაგებული ქვა და ზოლები ამაღლებს ჭერს, ხოლო ჰორიზონტალურად განლაგებული - აგანიერებს ოთახს.

პლინტუსები და კარნიზები. ჭერთან დამაგრებული, ვერტიკალის და ჰორიზონტალის გამყოფი, კარნიზი, ესთეტიკურად ასრულებს ოთახის იერს და მალავს კედლის ხარვეზებს.

ბაროკო ერთდროულად დეკორატიულიცაა და ფუნქციონალურიც. თუ ის საშუალო ზომის იქნება, ოთახის ჭერს უფრო მაღალს გამოაჩენს. კიდევ უფრო ეფექტურია ბაგეტი. როცა მის ზემოთ სუსტი განათებაა მოთავსებული, ის ვიზუალურად კიდევ უფრო აშორებს ჭერს. როცა კარნიზი მეტწილად ჭერზეა განლაგებული, ოთახს ადიდებს, მაგრამ თუ მისი უდუდესი ნაწილი კედელზეა დამაგრებული, ჭერი მაღლდება. ასე რომ, შენ თავად შეგიძლია არეგულირო წარმოდგენა შენი ოთახების სიდიდეზე.

მაღალი პლინტუსიც, რომელიც ამერიკული მოდაა, ჭერს თითქოს სიმაღლეს მატებს. ანალოგიურ ეფექტს გვაძლევს მაღალი კარებიც. მაგალითად: 3-მეტრიან ჭერთან 2.40 სიმაღლის კარი უფრო ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული - 2.20-იანი.

რკინის, ხის კარნიზებზე ჩამოკიდებული ფარდებიც, უდავოდ, ლამაზია. ის ჭერის სიმაღლეზე 15-20 სანტიმეტრით დაბლა მაგრდება. შესაბამისად, მასზე დაკიდებული ფარდის სიმაღლეც ნაკლებია და ფარდა უფრო განიერი ჩანს. თუმცა, როცა ამოცანა ჭერის სიმაღლის აწევაა, მაშინ „ჭერიდან" დაშვებული ფარდები ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ვერტიკალურად განლაგებული დეკორი ფარდას აგანიერებს და ადაბლებს.

გადავიდეთ იატაკზე. ის რაც უფრო მეტად ჩანს, ოთახი მით უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. იატაკის მაქსიმალურად წარმოჩენაში დაგვეხმარება ავეჯი, რომელიც ფეხებზე დგას. მაგალითად, ჩაშენებული კარადები, სამზარეულოს გარნიტურები და კუნძულები „სტანდარტულად" 10-სანტიმეტრიან მიფარებული პლანკით კეთდება. თუ გვინდა, რომ დიდი ფართი გამოვაჩინოთ, ამის ნაცვლად, ის 15 სანტიმეტრით მაინც უნდა ავწიოთ იატაკიდან. მაგალითისთვის, დააკვირდით, რამდენად ეფქტურად გამოიყურება „ჰაერში დაკიდებული" აბაზანის კარადები.

როგორ ავარჩიოთ ნივთები

ახალ სახლში უამრავი ნივთია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დასვა პრიორიტეტები, თუ რას იყიდი პირველ რიგში

გაიგე მეტი

ბავშვის ოთახი

მთავარი კითხვა: რამხელაა ბავშვი?

გაიგე მეტი

დიზაინის ფსიქოლოგია

დიზაინის მთავარი წესები თავისთავად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე

გაიგე მეტი

საყვარელი ნივთები

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად

გაიგე მეტი

მისაღები ოთახი

ოთახის შემადგენლობა

ჯამური თანხა

0 ₾

სესხის კალკულატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

თქვენი მოთხოვნა
გაგზავნილია