032 2 444 444

კოსმეტიკური რემონტი

06 ივლ. 2018

სტილი შეიცვალე და ბინა შენი ცხოვრების წესს აღარ ეხმიანება? გაიზარდე და ბავშვობის სახლი გაქვს გადასაკეთებელი?

საცხოვრებელი გარემოს შეცვლის მიზეზი, შესაძლოა წარსულის ტრავმებიც იყოს. როცა არსებული გარემო რაღაც ცუდს გახსენებს და უარყოფით ემოციებს იწყვევს, უმჯობესია შეცვალო, რისთვისაც საკმარისია, უბრალოდ, შპალერი განაახლო ან კედლები სხვა ფერში გადაღებო. სხვა ფერთა გამაში გადასვლით შეიძლება შეიქმნა ილუზია, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო.

კოსმეტიკურ რემონტს მაშინ იწყებ, როცა გინდა, მხოლოდ ზოგიერთი გაცვეთილი ელემენტი  ან მორალურად დაძვლებული ნივთი შეცვალო. ის არ ითვალისწინებს კედლების ნგრევას, გადატანას და მთლიანი სახცოვრებელი გარემოს შეცვლას. ამასთან ერთად, არ მოითხოვს გრანდიოზულ დანახარჯებს, თუმცა შედეგი შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს. შეგიძლია გადაღებო კედლები და გამოცვალო ინტერიერის ზოგირთი კომპონენტი, სავარძელი, კარადა, ან დადგა სხვა ფორმის მაგიდა... პატარა ცვლილებებს შეუძლია ერთფერონავნი ყოველდღიურობა გააფერადოს.

კოსმეტიკური რემონტის დროს შენ არ დაგჭირდბა დიზაინპროექტი, საინჟინრო დოკუმენტაცია, შეთანხმებები და დამტკიცებები. რემონტის პროცესში სხვაგან გადასახლება ან იქვე დარჩენა - შენი გადასაწყვეტია.  მზიდი კონსტრუქციები და საინჟინრო სისტემები უცვლელი რჩება. მათზე დატვირთვაც არ იცვლება ან, თუ იცვლება, ძალიან უმნიშვნელოდ. არ იცვლება ფანჯრები, მათი ჭრილი, ფორმა და ზომა. შეიძლება შეიცვალოს ჭერი, მაგალითად, ფიგურული ჭერი დაჭიმული ან უბრალოდ, სწორი და მინიმალისტური ფორმებით შეცვალო. ამ შემთხვევაში, შესაძლოა განათებაც შეიცვალოს, მაგრამ არც ეს მოითხოვს ნგრევას. უბრალოდ ერთი ნათურის ნაცვლად, მეორეს დაკიდებ. კოსმეტიკური რემონტის დროს არც  იატაკს ცვლიან, მაქსიმუმ, ზედ გადააგონ ლამინატი. თანამედროვე მასალების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, გაათანამედროვო სახლი და მიაღწიო ნებისმირ (ხის, ქვის, წყლის, სისველის, კედლის გამწვანების) ეფექტს გრანდიოზული დანახარჯებისა და სამუშაოების გარეშე.

რა შეგიძლია შეცვალო კაპიტალურად? მაგალითად, პატარა ტანსაცმლის კარადის ნაცვლად (რომლშიც კატასტროფიულად ცოტა ადგილია) მოაწყო კლოზეტი. მისი ზომები შიძლება არ აღემატებოდეს კარადით დაკავებულ ფართს ან იყოს ოდნავ მეტი, მაგრამ, სამაგიეროდ კარადასთან შედარებით, ის მთელ სამყაროს დაიტევს. კლოზეტის მთავარი დადებითი თვისება ის არის, რომ მისი მოწყობა შეგიძლია როგორც კედელთან, (მაშინ ის იქნება დახურული) ისე ცალკე მდგომი, ერთი ფუნქციის მქონე კარადის მსგავსად.

 
მაგრამ, თუ ადგილი საშუალებას გაძლევს, რომ კლოზეტისთვის განკუთვნილი ადგილი ცალმხრივი ან ორმხრივი თაროებით შემოტიხრო, შენ გექნება ეგრეთ წოდებული სთეფ-ინ-კლოზეტი, პლუს თაროები, პლუს მეორე მხრიდან წიგნების სტელაჟები!!! 


კლოზეტის გარდა, წიგნების სტელაჟებითაც შეგიძლია სივრცის ზონირება. მაგალითად, სამეცადინო და დასაძინებელი ადგილების ერთმანეთისგან გამოყოფა.

ზონები შესაძლებელია, შუა ოთახში განლაგებული ავეჯითაც გამოვყოთ.  დღევანდელი ტენდენციების თანახმად, ავეჯის ადგილი მხოლოდ კედლების გასწვრივ აღარ არის. პირიქით, იგივე ავეჯი რომელიც კედელთან ეტევა, უფრო მოცულობითი მოგეჩვენება შუა ოთახში, აქედან გამომდინარე, ოთახიც უფრო დიდი გამოჩნდება.

შეგიძლია მთლიანად შეცვალო ტექსტილი - ფარდები, ბალიშები, პატარა ნაქსოვი ფარდაგები ან თანამედროვე ხალიჩები იატაკზე განალაგო. შეცვალო სუფრები, სამზარულოს და სააბაზანოს ტექსტილი. დაკიდო რამოდენიმე ფერადი ვიწრო ფარდა ერთად და განწყობის მიხედვით, ხან ერთი გამოაჩინო, ხან მეორე.

ჭურჭელი და აქსესუარებიც ცვლიან გარემოს, მით უმეტეს, თუ ის რომელიმე ერთ მიმართულიებას და სტილს მიეკუთვნება. მათი დახმარებით ძალიან კარგად დაისმევა აქცენტები, გამოისახება ოთახის დანიშნულება, თემატიკა და განწყობა.

ეხლა კი იმ დეტალების შესახებ, რომლის გადაკეთება/შეცვლა/გამოცვლა ამჯერად დაგეგმილი არ არის. მაგალითად, პარკეტი. პარკეტის გამოცვლა მთელ სახლში ძალიან ხანგრძლივი, და რთული პროცესია. იატაკის მოხვეწის (ციკლოვკის) შემდეგ, ძველი მასტიკიანი საფარის ქვეშ, შეიძლება საკმაოდ ხარისხიანი და კარგი იატაკი აღმოჩნდეს. შემდეგი ნაბიჯი - მოიფიქრე, როგორ გააფორმებ ამ იატაკს. აქ კი ორი გამოსავალი არსებობს - ლაკი ან საღებავი და ტონების უზარმაზარი ფერთა გამა! 


შემდეგი გაჩერება - აბაზანა. კოსმეტიკური რემონტი გულისხმობს მინიმალური დანაგვიანებით მაქსიმალური ეფექტის მიღწევას. ყველაზე შთამბეჭდავი მეტამორფოზები შესაძლოა სწორედ, სააბაზანოში მოხდეს.

პირველ რიგში, შეგიძლია შეცვალო აბაზანის დაგეგმარება. თუ აბაზანა გაქვს, რომლის მაგივრად საშხაპე უნდა განთავსდეს, ზომები იცვლება. აბაზანა სიგანეში საშუალოდ 60 სანტიმეტრია, ხოლო სიგრძეში 1.20-დან 2 მეტრამდე.  დიზაინერების და 3D ნახაზის გარეშე, ყველაზე მარტივად აბაზანის განლაგებაზე შეგიძლია იზრუნო. ნაბიჯი პირველი: მუყაოსგან დაამზადე და გამოჭერი შენი აბაზანის იატაკის ზუსტი ასლი. დაფინე მაკეტი თავისუფალ ადგილზე. გაზეთისგან გამოჭერი სააბაზანოში დასატევი საგნები, მათი ზუსტი ზომით. რატომ არა პატარა? რატომ არა ნახაზი? მაკეტზე გაივლი ფეხით და მიხვდბი რამდენად ვიწრო ან განიერი გამოდის თავისუფალი სივრცე, რა აქსესუარების და ავეჯის დატევას შეძლებ და როგორი ვიზუალი ექნება. ეს პროცესი ნაყოფიერთან ერთად სახალისოცაა და შეიძლება აღმოაჩინო, რომ გონივრული განლაგების შემთხვევაში, პატარა აბაზანაშიც ძალიან ბევრი რამის დატევა შეიძლება. უკვე ნაყიდი აქსესუარების შეცვლაც არ მოგიწევს „გაბარიტების" გამო. აღმოაჩენ, რომ უნიტაზი შეგიძლია კარებთან გადაიტანო, მასთან კუთხეში ხელსაბანი ჩააკვეხო, აბაზანის ადგილას კი სარეცხი მანქანა და კარგად მოზრდილი საშხაპე მოათავსო და კიდევ ადგილი გრჩება სარეცხის დიდი კალათისა და შხაპის შემდეგ დამატენიანებელი ზეთის წასასმელად ჩამოსაჯდომი პუფისთვის...  დამიჯერე, ამ ტიპის აღმოჩენებისთვის ნამდვილად ღირს მაკეტით თამაში. ბოლო-ბოლო სააბაზანოში დასატევი აქსესუარების კომბინაციების რაოდენობა არც თუ ისე დიდია!

განვალაგე და ავაწყვე სააბაზანო? თეორიული ნაწილიდან გადავდივართ პრაქტიკაზე. გადააგდე ძველი გამოუსადგარი ნივთები, მათი გადაგდებისგან განთავისუფლებულ ფართს კი ახალი იერი შესძინე. აქ ირთვება ახალი ტრენდი! ახალი ტრენდი! ტრენდი! ძველ კაფელზე ისმევა ე.წ. „მასტიკა", რომელიც ნებისმიერი გლუვი ზედაპირის წებოვნებას ჯადოსნურად გარდაქმნის, და ვუალა! კაფელის „ჩამოყრის“ და უბედურების გარეშე ერთ-ორ დღეში გექნება ახალი აბაზანა. „მასტიკაზე" კაფელი იკვრება ჩვეულებრივი წებო-ცემენტით. გარდა ამისა, შეგიძლია, ყველა კედელს ფილით არ გადაუარო. შეგიძლია, ზოგი უზარმაზარი სარკით დაფარო ან სულაც შეღებო კაფელი . მთავარია, კედლები დამუშავდეს ფუნგიციდური სითხით, რომელიც ობს და ნესტს არ მისცემს გავრცელბის შანსს. შენი სტუმრები შენს სახლს ნამდვილად ვეღარ იცნობენ! 

როგორ ავარჩიოთ ნივთები

ახალ სახლში უამრავი ნივთია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დასვა პრიორიტეტები, თუ რას იყიდი პირველ რიგში

გაიგე მეტი

ბავშვის ოთახი

მთავარი კითხვა: რამხელაა ბავშვი?

გაიგე მეტი

დიზაინის ფსიქოლოგია

დიზაინის მთავარი წესები თავისთავად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე

გაიგე მეტი

საყვარელი ნივთები

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად

გაიგე მეტი

მისაღები ოთახი

ოთახის შემადგენლობა

ჯამური თანხა

0 ₾

სესხის კალკულატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

თქვენი მოთხოვნა
გაგზავნილია