032 2 444 444

დიზაინის ფსიქოლოგია

09 ივლ. 2018

დიზაინის წესები კონკრეტულად არავის არ მოუგონებია. ის, ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, თავისთავად შეიქმნა. კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე აგროვა ცოდნა და ყველა დროის, ყველაზე მთავარი დასკვნა გამოიტანა დღემდე: სილამაზე სიმეტრიაშია! 

დააკვირდი გვიმრის ფოთლებს. დიდი თუ პატარა, ყველა ერთნაირია. თითქოს ვიღაცამ სპეციალურად შეკერა ყველა ფოთოლი და ერთნაირად აქცია. თვალი ისვენებს ამ სიმეტრიულობის ცქერისას. ასევეა ინტერიერშიც - საღებავი, შპალერი, კედლის მოპირკეთება, ავეჯი, ნივთები და დეკორის ელემენტები ერთობლიობაში უნდა მოდიოდეს და უხდებოდეს ერთმანეთს. 

ადამიანის ტვინის დიდი ნაწილი პასუხისმგებელია სახეების ამოცნობაზე და აქაც იგივეა - ყველაზე ლამაზი ან კარგი გენეტიკის მატარებლის სახეები სიმეტრიულია. ტვინს უყვარს დაბალანსებული სიტუაციები - ასე ის უფრო მალე აღიქვამს ზოგად სიტუაციას და გადადის დეტალების და კონკრეტული აქსესუარების შესწავლაზე. ამიტომ, სიმეტრიული ან სიმეტრიულად გაწყობილი სივრცეები უფრო ესთეტიურად გვეჩვენება.


გარდა სიმეტრიისა, სილამაზე შედგება მსგავსი, ერთმანეთზე მოხდენილი საგნებისგან. ისინი ლოგიკურ კომპოზიციას შეადგენენ და დაფიქრებულ, გააზრებულ გარემოს ქმნიან. მაგალითად, კედლის ფერს მოხდენილი სკამები და ჭურჭელი ან სავარძლის ბალიშები, რომელიც კედელზე დაკიდებულ ნახატს წააგავს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქცენტს ოთახის მთავარ ელემენტებზე. ცენტრალური ელემენტი ისე უნდა გააფორმო, რომ მიანიშნებდეს ოთახის თემატიკასა და დანიშნულებას. ოთახში რომ შედიხარ, ეს ელემენტი ისე უნდა გამოირჩეოდეს დანარჩენი ნივთებისგან, თითქოს ის მეფობს. მთელი კომპოზიცია ეწყობა ამ ცენტრალური ელემენტის გარშემო. ყველა ოთახში ვერ გვექნება ისეთი ძლიერი აქცენტი, როგორიც მაგალითად ბუხარია, მაგრამ სხვა რამეს შეარჩევ „საკოორდინაციო" ცენტრად. მაგ: საწოლი - საძინებელში, საწერი მაგიდა კაბინეტში, სასადილო მაგიდა სასტუმრო ოთახში. ამ ცენტრის გარშემო ეწყობა მთლიანი კომპოზიცია.


ადრე ბუხრის წინ სხდებოდნენ ისე, როგორც დღეს ტელევიზორთან განლაგდებიან. შესაბამისად, დღეს ტელევიზორიც ერთერთი მთავარი ელემენტია და არ გირჩევდით მის მიყრუებულ კუთხეში მოთავსებას. ისე დადგი, რომ მისი ყურება პირდაპირ და არა ირიბად შეიძლებოდეს. თუ ტელევიზორს კუთხეში დადგამ, დროთა განმავლობაში მაინც მიხვდები, რომ მისი გვერდულად ყურება არც ისე კომფორტულია. ასე რომ, ავეჯის შეძენისას, გახსოვდეს, სად გაქვს ტელევიზორი, ბუხარი თუ ფანჯარა. 

წყვილი საგნების განლაგება ერთ ხაზზე ან პირისპირ აჯობებს. სიმეტრია თვალს და ტვინს მისცემს დასვენების და განტვირთვის საშუალებას. მარტივად და სიმეტრიულად განლაგებული ავეჯი და ნივთები ტვინს არ გაუჩენს დამატებით სამუშაოს .

ახლა დროა ცოტა ინტრიგა, სიცოცხლე და ინდივიდუალურობაც შევიტანოთ. ამაში ექსტრავაგანტური, განსხვავებული ნივთები დაგვეხმარება, მაგალითად - სხვა ფერის, ფორმის ან ფაქტურის. 


პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებულ ინტერიერში მნიშვნელოვანი ადგილი განათებას უჭირავს. ის, თუ რამდენად სწორადაა მოწოდებული დღის განათება, პირველ რიგში, შენს ჩახედულობასა და ინტერიერის სწორი მოწყობის უნარებზე მეტყველებს.

დღის შუქი აორგანიზებს ცირკადულ რითმებს - დღის და ღამის მონაცვლეობისგან გამოწვეულ, ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესებს ორგანიზმში. მისი სწორად გადანაწილება შეამცირებს დეპრესიის რისკს და გააძლიერებს ტვინის ფუნქციებს - მეხსიერებას, მხედველობას, მეტყველებას, ორიენტაციას, გეგმარებას და სხვა.

ბუნებრივი შუქის ნაკლებობა იწვევს გამოუძინებლობას, დაღლილობას, უხასიათობას. თანამედროვე განათების საშუალებებს მაინც არ შეუძლია სრულად დაიჭიროს დღის შუქის სპექტრი და ინტენსიურობა, ის ვერ ქმნის განწყობას და ენერგიის მოზღვავებას. 

სახლის ყიდვისას, ეცადე, არჩევანი იმაზე შეაჩერო, რომლის ფანჯრებიც მაქსიმალურად უყურებს მზეს, ანუ სამხრეთითაა განლაგებული. ამ შემთხვვაში, ბინა უფრო თბილი და ნათელი იქნება. 


მზის შუქის გაძლიერებაში ძალიან დგეხმარება სარკეები. ფენშუის მიხედვით, სარკეები არ უნდა შედგებოდეს სხვადასხვა ნაწილებისგან და ჭრიდეს გამოსახულებას ვიზუალურ ნაწილებად. 

ინტერიერის დიზაინში, მთავარია, ის შენს ხასიათს ასახავდეს. თუ ის ისეა მოწყობილი, როგორიც შენ ხარ, მაშინ სახლში ყოფნა ძალიან კომფორტული და მყუდრო იქნება. ნივის შეძენის დროს, კარგად უნდა დაფიქრდე, რამდენად შეძლებ მასთან შეგუებას, ხომ არ გახდება ის ზედმეტი ან გამაღიზიანებელი. საბოლოო ჯამში, შენი სივრცე ხომ შენთვის ეწყობა.

როგორ ავარჩიოთ ნივთები

ახალ სახლში უამრავი ნივთია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დასვა პრიორიტეტები, თუ რას იყიდი პირველ რიგში

გაიგე მეტი

ბავშვის ოთახი

მთავარი კითხვა: რამხელაა ბავშვი?

გაიგე მეტი

საყვარელი ნივთები

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად

გაიგე მეტი

შენი ხელით

თუ სამუშაოების დაწყებამდე ინსტრუქციას წაიკითხავ, ყველაფერი გამოგივა

გაიგე მეტი

მისაღები ოთახი

ოთახის შემადგენლობა

ჯამური თანხა

0 ₾

სესხის კალკულატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

თქვენი მოთხოვნა
გაგზავნილია